რამდენად არის მაღალმთიანი აჭარის სკოლებსა და ბაღებში უსაფრთხოების ნორმები დაცული?--საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა შუახევში გაიმართა. ყურადღება გაამახვილეს სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. დღესვე მოხდა ამ მიმართულებით, არსებული ვითარების შეფასებაც.
შეხვედრაზე მყოფ პირებს აჭარის განათლების მინისტრმა, ახალი ინიციატივის--საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, მაღალმთიანეთის სკოლებისა და ბაღების დირექტორები დაესწრნენ.