სპორტი მთავარში

28 ნოემბერი 2017, 00:00 2765 ნახვა

• პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში დასრულებული  მსოფლიოს 23 წმალდელთა ჩემპიონატიდან დღეს გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ოქროს, 3 ბრინჯაოს და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.მსოფლიოს ჩემპიონი მიმდინარე წელს მეორედ გახდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც სამი თვის მანძილზე ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვება, პეტრიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში აშკარა უპირატესობით 11-0 გაანადგურა. ბრინჯაოს მედლები მირზა სხულუხიამ, ავთანდილ კენჭაძემ, და ირაკლი მწითურმა, მოიპოვეს.რამდენიმე დღით ადრე კი პოლონეთში გუნდური პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოიგო. 

• გუშინ, ბელგრადაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 მატჩში, წლვვანდელი ევრობასკეტის ფინალისტთან, სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან ილიას ზუროსის გუნდმა პირველი ტაიმი ერთი ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში სერბების უპირატესობით წარიმართა და სააბოლოო ჯამში ბალკანელებმა 18 ქულიანი სხვაობით: 105:87 იმარჯვეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი -35 ქულა ჩვენი ნაკრების გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა ჩააგდო. სერბებს კი 28 ქულით მიროსლავ რადულიცამ ულიდერა. G ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ ავსტრია სტუმრად 41 ქულის სხვაობით, 90-49 დაამარცხა. შედეგად, ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს გერმანია და სერბეთი ლიდერობენ. საქართველო და ავსტრია მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ და ჩვენი მომდევნო მეტოქე შესარჩევ ციკლში, უკვე მომავალი წლის თებერვალში, ავსტრიის ნაკრები იქნება. შეგახსენებთ რომ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი  გადის.

• საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა.  აჭარულმა კლუბებმა კი გასავარდნი ზონა ვერ გადალახეს, ქობულეთის „შუქურა“ ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა, ხოლო ბათუმის დინამოს კიდევ ერთი შანსი მიეცემა.ვრცლად ლევან დევაძის რეპორტაჟში ნახავთ. მანამდე კი გეტყვით რომ სიონი - დინამოს მატჩზე  დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. 30 ნოემბერს დილის 5 საათზე ბათუმიდან ბოლნისის მიმართულების დინამოს გულშემატკივრები გაემგზავრებიან. მსურველებმა აუცილებლად უნდა მიმართონ დინამო ბათუმის ადმინისტრაციას, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან სათაო ოფისში.

• ლიონელ მესი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ესპანური მარკას მონაცემებით ეს მას შემდეგ მოხდა რაც არგენტინელმა ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის კამპ ნოუზე 2021 წლამდე დარჩება და გასამრჯელოდ  ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ემატება. გარდა ამისა მესი 50 მილიონ ევროს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მიიღებს. მესის გამოსასყიდი თანხა კი 700 მილიონს შეადგენს. არგენტინელ ფეხბურთელს ბარსელონას შემადგენლობაში ჩატარებულ 602 მატჩში 523 გოლი აქვს გატანილი.  

ამავე კატეგორიაში