ქედის ბიუჯეტი

19 ნოემბერი 2017, 00:00 3451 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზარდა. ის 8 მილიონ 895 ათას 500 ლარს შეადგენს. 3 მილიონი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან კაპიტალური  ტრანსფერის სახით მიიღო.

ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი 4 მილიონ 519 ათას 200 ლარია. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გაეგზავნა, რომელიც საკრებულომ ის 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი