„საქართველო ეთნიკური მრავალფეროვნება“ - მედიაკონკურსის გამარჯვებულები ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „სახლი ბათუმში” გახდა. გადაცემის ავტორმა ბაჩო გურაბანიძემ პრიზი ტრაგიკულად გარდაცვლილ გადაცემის ოპერატორსა და რეჟისორს თემურ სურმანიძეს მიუძღვნა.
ავტორის მიერ მომზადებული გადაცემა გამარჯვებული მეორად გახდა, გასულ წელს ნაშრომი ჩეხეთის საელჩოს რჩეული გახდა. ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა. სახელმწიფო მინისტრი მოწვეულ სტუმრებს უმცირესობის ინტეგრაციისა და ტოლერანტობის გარემოს მნიშვნელობაზე ესაუბრა.