15 ადამიანამდე გაიზარდა საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. სტიქიამ ასობით ადამიანი დააზარალა. ყველაზე მძიმე სიტუაცია ათენსა და მის მახლობლად მდებარე ქალაქებშია.
რეგიონში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. დანგრეულია ათობით შენობა, მოსახლეობა წყლისა და შუქის გარეშეა დარჩენილი. ბევრი მცხოვრები საკუთარ სახლებსა და სარდაფებშია ჩაკეტილი. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა.