რატომ ვერ სარგებლობს “მთის კანონით” განსაზღვრული შეღავათებით მაჭახლის ხეობის მოსახლეობა. იმის მიუხედავად, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ხეობის 9 სოფელს 7 ივლისს მიენიჭა, ორი ათასზე მეტი მოსახლიდან შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება და რეგისტრაცია, ამ დროისთვის მხოლოდ ნახევარმა შეძლო. ერთ-ერთ მიზეზად შესაბამისი ინფორმაციის არქონა სახელდება.