უამინდობა აჭარის მაღალმთიანეთში 

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2166 ნახვა

მეწყერი, ჩახერგილი გზები და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა ხულოსა და შუახევშიც. მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად საფრთხე შეექმნა ოჯახს ხელვაჩაურში, შეზღუდვები იყო გადაადგილების მხრივ შუახევში, ასევე მეწყერი ჩამოწვა 10-მდე საცხოვრებელ სახლთან ამ მუნიციპალიტეტში.

უამინდობით გამოწვეული პრობლემების შესახებ დღეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა. შექმნილია საგანგებო შტაბები. დაწყებულია მიყენებული ზარალის დათვლა. დილიდან თოვს გოდერძის უღელტეხილზე, თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი