ხელვაჩაურის სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდა

28 სექტემბერი 2017, 00:00 2570 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დოკუმენტი განაშენებისა და გამოყენების პრიორიტეტების განვითარებას განსაზღვრავს.

გეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ასპექტებს ადგენს. გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და ტურიზმის განვითარება. დოკუმენტზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს ქალაქმშენებლობის და ინფრასტრუქტურის  დეპარტამენტი მუშაობდა.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუჩერდა ხელვაჩაურის ნადიმ ვარშანიძეს. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველი ნომერია ხელვაჩაურში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი