საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

27 სექტემბერი 2017, 00:00 3956 ნახვა

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში. ოპიზრების ქუჩაზე თვითნებურად შესახლებულებმა, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ე.წ. ,,ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები მერიას მიმართავენ. ითხოვენ, რომ თვითმმართველობამ კომპანიებს რომლებსაც აღნიშნულ ქუჩაზე საწარმოები აქვთ,  დაავალოს, ქუჩა დღის განმავლობაში რამდენჯერმე მორწყონ, გზაზე კი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟონ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს.

ქალაქის მერის განცხადებით,  ქუჩა სარეაბილიტაციოა, თუმცა მოსახლეობას ჰპირდება, რომ კომპანიებს პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი