ქობულეთში სტიქიის შედეგად 15 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გამგეობის ინფორმაციით ძლიერი ქარიშხლის შემდგომ ჩაკეტილი სამანქანე გზები უკვე გაწმენდილია. სამუშაოებში 17 ერთეული ტექნიკაა ჩართული. ასევე გეოლოგების 2 ჯგუფი სწავლობს საცხოვრებელ სახლებთან დამეწყრილ ტერიტორიებს. სტიქიის შემდგომ 6 ოჯახია გასახლებული, ზარალის ანაზღაურების შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადების შემდეგ განისაზღვრება.