დონალდ ტრამპი ამერიკული სპორტის ვარსკვლავებსაც დაუპირისპირდა

24 სექტემბერი 2017, 00:00 2046 ნახვა

დონალდ ტრამპი ამერიკული სპორტის ვარსკვლავებსაც დაუპირისპირდა.  კალათბურთელთა მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ პრეზიდენტმა ენ-ბი-აი-ს გამარჯვებული გუნდისთვის თეთრ სახლში ტრადიციული მიღება გააუქმა.

გარდა მაისა, ტრამპმა გუნდების  ხელმძღვანელებისგან იმ  სპორტსმენების გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის დროს ფეხზე  არ ადგნენ. სპორტსმენებსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი  დონალდ ტრამპის  უკმაყოფილებას მოჰყვა იმის გამო, რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმისა და უსამართლობის პროტესტის ნიშნად ზოგიერთი ფეხბურთელი და კალათბურთელი ჰიმნის დროს იჯდა.

ტრამპმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების მფლობელებს იმ მოთამაშეების დათხოვნისკენ მოუწოდა, რომლებმაც ჰიმნის შესრულებას ბოიკოტი გამოუცხადეს

ამავე კატეგორიაში