ვითარება სარფის საბაჟოზე

14 სექტემბერი 2017, 00:00 5139 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრების გადაადგილება ისევ შეფერხებულია. პრობლემა თურქულ მხარეს აქვს.  შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ  თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო მგზავრებსა და ავტომობილებს მხოლოდ თითო - შემოსასვლელი და გასასვლელი ემსახურება. 

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  გუშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა და მოსახლეობას მიმართა, რომ გაითვალისწინონ არსებული ვითარება საზღვრის კვეთის დროს. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში