მეწყერი ხელვაჩაურში

07 სექტემბერი 2017, 00:00 2792 ნახვა

უამინდობის გამო, სოფელ ზედა ჯოჭოში საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერიტორიას მიწის მასისგან გამოდარებისთანავე გაწმენდენ. მისივე განცხადებით, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახს, გასულ წელს კაპრეშუმის სოციალურ სახლში ბინა გადაეცა.

წვიმის შედეგად მეწყრული კერები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. მეწყერი შიდასასოფლო გზაზე ჩამოწვა, რის გამოც 1 საათის განმავლობაში გზა ჩაიკეტა. ამ დროისთვის სოფელ სამებაში გზა სრულადაა გაწმენდილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი