მეწყერი შიდასასოფლო გზაზე ჩამოწვა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2605 ნახვა

წვიმის შედეგად მეწყრული კერები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში. მეწყერი შიდასასოფლო გზაზე რამდენიმე ადგილას ჩამოწვა. 1 საათის განმავლობაში გზა ჩაკეტილი იყო. 

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო  საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. ამ დროისთვის სოფელ სამებაში გზა სრულადაა გაწმენდილი.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში