54 ათასი ლარით გაიზარდა ქობულეთის გამგეობის სარეზერვო ფონდი, ცვლილება გასულ კვირას ბიუჯეტის კორექტირებისას განხორციელდა. 2017 წელს ქობულეთის სარეზერვო ფონდი 150 ათას ლარს შეადგენდა, რომლიდანაც 145 ათასამდე ლარი უკვე დაიხარჯა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხები ძირითადად დიდთოვლობისა და ქარის დროს გამოწვეულ დაზიანებებზე დაიხარჯა. ასევე თანხა სტიქიების დროს ოჯახების დროებით საცხოვრებლებში ქირით გადაყვანასაც მოხმარდა.