ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ვადებზე საუბრობს

23 აგვისტო 2017, 00:00 1667 ნახვა

თეირანს ურანის 20 პროცენტით გაზრდა და ბირთვული იარაღის შექმნა 5 დღეში შეუძლია.  ,,ალჯაზირას" ინფორმაციით, ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას უპასუხა, რომელიც 2015 წლის ისტორიული ბირთვული შეთანხმების გადახედვას და ირანის სამხედრო ობიექტებზე გაეროს მისიის მიერ შემოწმებების შესწავლას მოითხოვს.

სალეჰის თქმით, ირანი ბირთვული ხელშეკრულების პირობებს ასრულებს და მისი ერთგულია. გასულ კვირას ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონი გააფრთხილა, თუ ამერიკა ახალ სანქციებს აამოქმედებს, თეირანი ბირთვული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში გავა. სალეჰის თქმით, რუჰანის განცხადება უსაფუძვლო არ არის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი