აუდიტის დასკვნა ქედის მუზეუმთან დაკავშირებით

10 ივნისი 2016, 00:00 4955 ნახვა

ქედის მუზეუმთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნა ცნობილია. რომლის თანახმად, მუზეუმის დირექტორის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლის დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში 3 ათას 375 ლარის დახარჯვა, სამართლიანია. შეგახსენებთ, აუდიტმა მოკვლევა ქედის მუზეუმის დირექტორზე სწავლის დასაფინანსებლად მუზეუმის ბიუჯეტიდან თანხების მიღების გამო დაიწყო. ორი წლის განმავლობაში დირექტორმა დოქტორანტურაში სწავლის დასაფინანსებლად მუზეუმის ბიუჯეტიდან 3 ათას 375 ლარი დახარჯა, ფარტენაძეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კიდევ ერთი წელი დარჩა. მიმდინარე წელს მუზეუმი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარით დაფინანსდა.

ამავე კატეგორიაში