უკრაინაში 10 სექტემბერს გეგმავს დაბრუნებას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, ის კიევში პოლონეთიდან შევა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შეეძლო ამერიკაში დარჩენა მაგრამ უკრაინელ ხალხს ოლიგარქებისგან გათავისუფლებას დაჰპირდა.
მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვას. სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.