დისციპლინარული კომიტეტი “ბეთლემის” საქმეზე მუშაობს

09 ივნისი 2016, 00:00 3575 ნახვა

ქედის "ბეთლემთან" დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინალური კომიტეტი მუშაობას აგრძელებს. ფედერაციის გადაწყვეტილებას ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ნდობას უცხადებს, თუმცა ფედერაციასა და ქედის გამგეობას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, საქმე ამ შემთხვევაში ბეთლემზე დაკისრებულ ჯარიმას 50 ათას ლარს ეხება. დუმბაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს არ გაააჩნია ფინანსური საშუალებები ჯარიმის გადახდისათვის. თვითმმართველობამ უკვე მიმართა ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული საკითხის განმეორებით განსახილველად. შეგახსენებთ, 20 მაისს ქედის “ბეთლემი" მატჩის ჩაწყობაში ამხილეს და ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონატიდან მოხსნეს, მეორე ლიგაში დააქვეითეს და 50 ათასი ლარით დააჯარიმეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში