აღმაშენებლის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საავტომობილო გზაზე დაეცა. ნაწილობრივ შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.
ფოტო: ოლიკო აბულაძე
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საავტომობილო ნაკადს არეგულირებენ. ასევე მობილიზებულია სანდასუფთავების თანამშრომლები, რომლებიც გზას ხის ტოტებისგან ასუფთავებენ.