თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

08 ივნისი 2016, 00:00 3635 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. თინა ხიდაშელმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრი დევიდ კრამერსაც შეხვდა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინა ხიდაშელის შეხვედრები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობაში.

ამავე კატეგორიაში