ქართველი ნიჩბოსანის კიდევ ერთი წარმატება - ზაზა ნადირაძემ ამჯერად ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
200-მეტრიანი დისტანცია ზაზამ 38.342 წამში დაფარა და ლიტველ და რუს სპორტსმენებს მცირედით ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ მაისში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და სულ მალე აგვისტოს თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.