ამ დრომდე თურქეთში რჩებიან აჭარის მთავრობის თავმჯდოამრე და ჯანდაცვის მინისტრი. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მხოდა. თურქეთში, გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრები დაშავდნენ. ავარია გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას თურქული მედიაც ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა და იგი გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა.