რუსეთმა თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ,,საქართველოს ავიახაზების" ფრენები შეზღუდა. ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქართული მხარის მიერ ჟუკოვსკი - თბილისის მიმართულებით ,,ურალის ავიახაზების" 4 რეისის შესრულებაზე უარის საპასუხოდ მიიღეს.
უწყების ინფორმაციით, თბილისმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ქართულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში 4 რეისის გაუქმების შესახებ, გუშინ განაცხადა.