სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდება. აუდიენცია ბათუმში მიმდინარე კონფერენცია ''საქართველოს ევროპული გზის'' ფარგლებში გაიმართება.
სახალხო დამცველის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრებს.
’’საუბარი იქნება გახმაურებულ საქმეებზე - მაგალითად, აფგან მუხთარლის საქმეზე. ასევე შევეხებით სასამართლო სისტემას და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას’’ - განაცხადა სახალხო დამცველმა.