მაღალმთიანეთის გაზიფიკაცია 

02 ივლისი 2017, 00:00 2225 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირება იწყება. ტენდერი სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება. ბუნებრივი აირით ქედის, შუახევისა და ხულოს ცენტრების  გარდა,  რამდენიმე სოფელიც ისარგებლებს. წელს ქედის ცენტრი ახლომდებარე სოფლებთან ერთად სრულად დაიფარება.  აჭარის მაღალმთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კი ბუნებრივი აირით სარგებლობა მომდევნო წლიდან შეეძლებათ.   ხულოს,  შუახევისა  და ქედის გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი