მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის, გირაოთი შეცვლას ითხოვს. მიზეზად პაატა შავაძე, ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
შუამდგომლობით ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე მიმართავს მოსამართლეს. წლის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი საათია მიმდინარეობს. პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგანაც ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ჩხვირკიას ბადრაგირება დაგვიანდა.