ხუთი დღე ელექტროენერგიის გარეშე 

13 ივნისი 2017, 00:00 3878 ნახვა

ხუთი დღე ელექტროენერგიის გარეშე. წყალსაყრის თემის მცხოვრებლები შუახევის გამგეობასთან ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი შეტყობინება არ მიუღიათ, ასევე შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია  სოფლებს ბარათაულსა და ჭვანას.  

კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო, შუქი  გეგმიურად გაითიშა სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ. ამის შესახებ კი როგორც კომპანიაში ირწმუნებიან,  აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ. უწყებაში იმასაც ადასტურებენ, რომ ტრანსფორმატორის დაზიანების გამო შუქი რამდენჯერმე არაგეგმიურადაც გაითიშა. მათი ინფორმაციით, ენერგომომარაგება ხვალ სრულად აღდგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი