საფეხბურთო კლუბ ხულოს "ხიხანს" დაფინანსება შეუმცირდა

31 მაისი 2017, 00:00 1947 ნახვა
00:00
00:00

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საფეხბურთო კლუბ ხულოს "ხიხანისთვის"  ბიუჯეტის შემცირებას  აპროტესტებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გადარიცხულმა თანხამ გამოიწვია. ჯორბენაძის მტკიცებით შემცირებული ბიუჯეტის გამო გუნდი სეზონის დაწყებადე 10-მა ფეხბურთელმა დატოვა, რამაც თამაშებზე უარყოფითად იმოქმედა.

ხულოს საფეხბურთო კლუბის დირექტორი კი ირწმუნება, რომ  ფეხბურთელების ხელფასები არ შემცირებულა.  თემურ ბოლქვაძის ინფორმაციით, გასული წლისგან განსხვავებით სპორტსმენები  12 ნაცვლად 8 თვის ანაზღაურებას იღებენ. მისივე ინფორმაციით, გუნდს ჰესების მშენებარე კომპანიაც აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდის განმარტებებს ჩვენ მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში