სახალხო დამცველმა, შესაძლოა, ქობულეთის გამგებელს უჩივლოს. საქმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პანსიონს ეხება, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე არაა დაერთებული. მუსლიმთა პანსიონი დაკეტილია.
გასულ წელს სასამართლომ მოქალაქეების მხრიდან დისკრიმინაციული ქმედება დაადგინა, რის საფუძველზეც, წესით, მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება უნდა მისცემოდა, თუმცა, ეს აქამდე არ მომხდარა. გადაწყვეტილება მოქალაქეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
საქმე 2014 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც ადგილობრივებმა შენობის შესასვლელი გადაკეტეს, პანსიონის კარზე კი ღორის თავი მიაჭედეს.