აშშ და ჩინეთი ვაჭრობის ჩარჩოს შესახებ შეთანხმდნენ

26 ოქტომბერი 2025, 19:31 115 ნახვა

კუალა-ლუმპურში გამართულ ასეანის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი შეხვდნენ. მდივან სკოტ ბესენტის განცხადებით, მხარეებს წარმატებული ჩარჩო აქვთ, რომლის საფუძველზეც აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები საკითხის განხილვას შეძლებენ.
ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად, სავარაუდოდ, პეკინი იშვიათი მინერალების ექსპორტზე დაწესებულ გაძლიერებულ კონტროლს შეაჩერებს, ამით კი ჩინეთი თავიდან აიცილებს ტრამპის მიერ დაანონსებულ 100%-იან საბაჟო გადასახადს ჩინურ საქონელზე. ჩინეთის წარმომადგენელმა ლიმ განაცხადა, რომ მხარეებმა „წინასწარ შეთანხმებას“ მიაღწიეს და ახლა შიდა პროცედურებს დაიწყებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე