ბათუმი კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

25 ოქტომბერი 2025, 14:54 135 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი BATUMI OPEN-2025 დაიწყო, რომელშიც 13 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს ჩემპიონობისთვის 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები იბრძოლებენ იუნიორთა და ჭაბუკთა შორის. ხვალ კი პირველად გაიმართება ბათუმის „გრან-პრი“ ერთ, - გაერთიანებულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომელშიც 32 ვაჟი და 25 გოგო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპისა მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები. ხვალვე გაიმართება 18 წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონატი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე