ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა “კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“. ღონისძიება ორდღიანი და მასში 68 მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, როგორც ქართული უნივერსიტეტებიდან, ასევე უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ძირითადად ონლაინ ფორმატში იმუშავებენ.
გახსნილია 10 სექცია. ამ თემატურ ჯგუფებში მოხსენებებით წარდგებიან პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენცია წელს მეშვიდე ტარდება. წელს ღონისძიება ეძღვნება ქართველი კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის 100 წლის იუბილეს. სამეცნიერო კონფერენციის მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.