კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში ენერგომომარაგება შეწყდა. ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია ქსელის გადატვირთვამ და რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებულმა ზიანმა - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა სუმის, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ნაწილობრივ კიროვოგრადის, კიევისა და ჩერკასის რეგიონებში.
შეფერხდა წყალმომარაგებაც. ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად ღამითაც აგრძელებდნენ მუშაობას.
კიევის მეტრო გარკვეული დროით იძულებული გახდა, მუშაობის გასაგრძელებლად სარეზერვო ენერგიაზე გადასულიყო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე