ექვსი პაციენტი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ინდოეთის ქალაქ ჯაიპურის სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ცეცხლი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სავარაუდოდ მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა - განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ხუთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 13 უსაფრთხოდ ევაკუირებულია სხვა საავადმყოფოში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე