უკრაინის მიერ რუსეთის ბელგოროდის რეგიონზე ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ დააზიანა ელექტრო ინფრასტრუქტურა და ათასობით მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა - განაცხადა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონის გუბერნატორმა.
ბელგოროდსა და უკრაინის მიმდებარე სხვა რეგიონებზე დრონებით თავდასხმები მუდმივად ხორციელდება, რადგან 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომი რუსეთის მიწაზეც გავრცელდა.
უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ორივე მხარე აცხადებს, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე მათი დარტყმების სამიზნე ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე