მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმარება. ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩისას მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.
ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და აღდგენითი პროცესის დადებითი დინამიკით განვითარების შემთხვევაში, ის ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე