ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს.
მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე