გვიან ღამით ოსლოს აეროპორტმა დრონის გამო რეისები გადაამისამართა და საჰაერო სივრცე დახურა - ნათქვამია ნორვეგიული აეროპორტის ოპერატორის, ეივინორის წარმომადგენელის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.
კოპენჰაგენის აეროპორტმა კი დრონების დაფიქსირების შემდეგ თითქმის ოთხი საათის განმავლობაში შეაჩერა ყველა აფრენა და დაშვება, სანამ ინტენსიურ გამოძიებას დაიწყებდა იმის დასადგენად, თუ რა სახის დრონები იყო ეს.
დანიის პოლიციამ ორშაბათს ადრე განაცხადა, რომ კოპენჰაგენის აეროპორტთან ახლოს ორი ან სამი დიდი დრონი დაფრინავდა, რის გამოც ის ყველა სახის მოძრაობისთვის დახურა.
კოპენჰაგენის პოლიციის თანაშემწის მოადგილემ, იაკობ ჰანსენმა, განაცხადა, რომ დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლება ითანამშრომლებს იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი ამ ორ ინციდენტს შორის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე