შეტაკებები იტალიაში

22 სექტემბერი 2025, 19:47 84 ნახვა

იტალიაში პროფკავშირებმა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გაფართოების წინააღმდეგ   საპროტესტო აქცია გამართეს. მილანის ცენტრში პროპალესტინური დემონსტრაცია დაწყებიდანვე მალევე ძალადობაში გადაიზარდა.

მილანის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ სპეციალური აღჭურვილობითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მომიტინგეების დაშლა დაიწყო. 

იტალიური მედია კი ქალაქ ბოლონიასთან ახლოს ავტომაგისტრალზე დემონსტრანტების მიერ  მოძრაობის დაბლოკვის მცდელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პოლიციასთან შეტაკება მოხდა ნეაპოლშიც, როცა მომიტინგეები მთავარ რკინიგზის სადგურში შეიჭრნენ.

დემონსტრანტთა ნაწილი ლიანდაგებზე გავიდა, რამაც მომსახურების შეფერხება გამოიწვია. ათასობით ადამიანი გამოვიდა პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე იტალიის სხვა ქალაქებშიც , დაიხურა სკოლები  და პროფკავშირების მიერ გამოცხადებული გაფიცვის გამო შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე