საფრანგეთში პოლიციამ 90-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

18 სექტემბერი 2025, 19:59 69 ნახვა

საფრანგეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლების დროს  პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პროფკავშირების განცხადებით, ხუთშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით  საპროტესტო აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მის ახალ პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მოუწოდებდნენ, უარი თქვან ბიუჯეტის შემცირებაზე.

მთელი დღის განმავლობაში საფრანგეთში დაახლოებით 80 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო განლაგებული, მათ შორის სპეცრაზმი, დრონები და ჯავშანტექნიკა. პოლიციის მონაცემებით, დაკავებულია  90-ზე მეტი ადამიანი.

გაფიცვაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მემანქანეები, ფარმაცევტები და საავადმყოფოს თანამშრომლები.

გაფიცულები  წინა მთავრობის ფისკალური გეგმების გაუქმებას, საჯარო მომსახურებაზე ხარჯებისა და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას, ასევე საპენსიო რეფორმაზე უარის თქმას მოითხოვენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი