ბეირუთში ერთი წლის წინ პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

18 სექტემბერი 2025, 09:55 72 ნახვა

ბეირუთში პეიჯერების აფეთქებების პირველი წლისთავის აღსანიშნავად ათასობით ადამიანმა მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის 17 სექტემბერს, ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრების ათასობით პეიჯერი ერთდროულად აფეთქდა. 

39 ადამიანი დაიღუპა და 3 ათას 400-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის ბავშვები და  მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც აფეთქების დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ, თუმცა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების წევრები არ ყოფილან. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა დაჯგუფების მიერ შეძენილ ათასობით პეიჯერში პლასტმასის ასაფეთქებელი ნივთიერების მცირე, მაგრამ ძლიერი მუხტი და დეტონატორი დამალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი