მარკო რუბიო ისრაელშია

15 სექტემბერი 2025, 19:59 104 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში გრძელდება. მარკო რუბიო ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა.

ისააკ ჰერცოგთან საუბრისას, რუბიომ ისრაელს და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შეთანხმების გაფართოებისკენ მოუწოდა.

პრემიერთან შეხვედრის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა „ჰამასს“ აქეზებს და ომის დასრულებას ართულებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რუბიომ ხაზი გაუსვა რომ თუ „ჰამასი“ დაინახავს გლობალურ მხარდაჭერას, მან შესაძლოა უარი თქვას შეთანხმებებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი