საქართველოს ტექნოპარკებში ინოვაციური კონკურსების სერია გრძელდება. ამჯერად ჰაკათონი 2025 კასპში ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ენერგოსფეროთი დაინტერესებული 60-მდე ინოვატორი ჩაერთო. მონაწილეებმა 23 პროტოტიპი შექმნეს შემდგომი დამუშავების მიზნით. რჩეული იდეების ავტორები 10 000 და 5 000 ლარიანი გრანტით დაჯილდოვდნენ, რომლებსაც ენერგოპროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ.