11 სექტემბრის ტერაქტებიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბერი 2025, 09:59 120 ნახვა

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის  24-ე წლისთავი აღინიშნება, როცა 2001 წლის 11 სექტემბერს გატაცებული თვითმფრინავებით ტერაქტები განხორციელდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, პენტაგონსა და პენსილვანიაში. ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

მემორიალური ღონისძიებები ქვემო მანჰეტენზე, 11 სექტემბრის მემორიალსა და მუზეუმში გაიმართება, სადაც  მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკი იდგა.

იმედის ზარი ასევე დაირეკება ნიუ-იორკში, წმინდა პავლეს სამლოცველოში, რათა აღინიშნოს ის მომენტი, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8:46 საათზე ორი თვითმფრინავიდან პირველი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენს.

ოსამა ბინ ლადენმა და ალ-ქაიდამ აიღეს პასუხისმგებლობა 24 წლის წინ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი