პოლონეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

10 სექტემბერი 2025, 13:56 91 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა გადაწყვიტა. მისივე თქმით, 48 საათის განმავლობაში ხელისუფლებას ექნება სრული ინფორმაცია პოლონეთში მომხდარის შესახებ. ნავროცკის თქმით, სიტუაცია უპრეცედენტოა ნატოსა და პოლონეთის ისტორიაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსული დრონების  პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მასშტაბური პროვოკაცია უწოდა.

ტუსკის თქმით, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. პოლონეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ დრონებმა არაერთხელ დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე დასავლეთ უკრაინაში  რუსული ძალების თავდასხმის დროს და რომ ამ დარღვევების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები უკვე დასრულდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი