მექსიკაში სამგზავრო ავტობუსი მატარებელს შეეჯახა

09 სექტემბერი 2025, 10:01 144 ნახვა

10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მექსიკაში  მატარებლის ორსართულიან ავტობუსთან  შეჯახების შედეგად.  მექსიკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, დაღუპულებს შორის შვიდი ქალი და სამი კაცია. დაშავებულთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

მატარებლის ოპერატორის თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სამგზავრო ავტობუსი მოძრავი მატარებლისთვის გადასწრებას ცდილობდა.

რკინიგზამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მოუწოდა მძღოლებს, პატივი სცენ საგზაო ნიშნებს და გაჩერების ბრძანებებს რკინიგზის გადასასვლელებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი