უკრაინა-რუსეთის ომი მალე მოგვარდება - ტრამპი

08 სექტემბერი 2025, 11:18 140 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები ორშაბათს ან სამშაბათს შეერთებულ შტატებს ეწვევიან და რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

ნიუ-იორკში აშშ-ის ღია პირველობიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ექნება სატელეფონო საუბარი.

„ორშაბათს ან სამშაბათს ჩვენს ქვეყანას ცალკე ევროპელი ლიდერები ეწვევიან“, - თქვა ტრამპმა. 

გაურკვეველია, ვის გულისხმობდა ტრამპი. თეთრი სახლი შეხვედრის დამატებით დეტალებს არ ახმაურებს.

ტრამპი გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად უკმაყოფილოა რუსეთ-უკრაინის ომის მოუგვარებლობის სტატუსის გამო. თუმცა, ტრამპი დარწმუნებულია, რომ ომი მალე დასრულდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი