უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკის თქმით, დარტყმებმა ზიანი მიაყენა ქვეყნის ჩრდილოეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთს, მათ შორის ქალაქებს ზაპოროჟიეს, კრივოი როგსა და ოდესას, ასევე სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებს.
კვირას რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კიევის ცენტრში მთავრობის მთავარი შენობა დაიწვა და სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი.
ზელენსკიმ უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს „ფართო რეაგირებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ „პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა დაგმეს თავდასხმა და პირობა დადეს, რომ პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას მხარს დაუჭერენ, დახმარების კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ადგილზე ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ განიხილება.