დღეს გამთენიისას პეკინის აკრძალული ქალაქის თავზე ადგილობრივები და ვიზიტორები იშვიათი „სისხლიანი მთვარის“ მოწმენი გახდნენ, როცა ისინი ცაზე მთვარის სრულ დაბნელებას აკვირდებოდნენ. ისინი მთელი ღამე ელოდნენ ბუნების ამ ფენომენის ნახვას.
მთვარის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სისხლიანი მთვარე“, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში შეიძლებოდა.
ამ დროს მთვარე მთლიანად დედამიწის ჩრდილში ექცევა და მუქი წითელი შეფერილობის ხდება, როცა დედამიწა მთვარესა და მზეს შორის გადის მთვარე ჩვეულ თეთრ შუქს კარგავს.
სიწითლის ხარისხი დამოკიდებულია ატმოსფერულ პირობებზე, რომლებიც განსხვავდება ჰაერის დაბინძურების დონის, მტვრის ქარიშხლების, ტყის ხანძრების კვამლის და ვულკანური ფერფლის მიხედვით.
სისხლიანი მთვარის კადრებს სოციალურ ქსელებში აზიარებენ ანკარიდან, სიდნეიდან, ჯაკარტიდან, იერუსალიმიდან, თეირანიდან, ამანიდან.